Monday, July 3, 2017

პროექტი

1.      პროექტის სახელწოდება - მონაცემთა მოპოვება.
2.      პროექტის მთავარი იდეა - მოსწავლეებმა „საქართველოს“, „ლიბერთის“, „თიბისი“ და „კრედო“ ბანკებში მოიპოვონ ინფორმაციები საპროცენტო განაკვეთის შესახებ სხვადასხვა სახის შენატანზე.
3.      პროექტის აქტუალობა - დღევანდელ პირობებში საკითხი მეტად აქტუალურია, მოძიებული მასალა დაეხმარებათ საჭიროების დროს სწორი არჩევანის გაკეთებაში.
4.      პროექტის მიზანი - მოსწავლეეებმა შეძლონ საჭირო ინფორმაციების შეგროვება, მათი დალაგება, ანალიზი და მასალის პრეზენტაცია.
5.      მოსალოდნელი შედეგები - ჯგუფური მუშაობის, დროის წორად გადანაწილების, სოციუმთან მუშაობის უნარჩვევების ჩამოყალიბება და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება.
6.      მოსწავლეთა ასაკი - 15-16 წელი.
7.      პროექტის ხანგრძლივობა - ორი კვირა.
8.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები - საწერი წიგნაკი, ფოტოაპარატი და ინტერნეტი.
9.    პროექტის მსვლელობა:
·         თემის შერჩევა მოსწავლეებთან ერთად.
·         მოსწავლეთა დაჯგუფება და სამუშაო ბანკის არჩევა, მათი სურვილისამებრ.
·         დავალების გადანაწილება ჯგუფებში მათი ინტერესებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით.
·         ჯგუფების მუშაობისას წამოჭრილ საკითხზე კონსულტაციებისა და მონიტორნგისათვის დროის დანიშვნა.
·         მოპოვებული მონაცემების ანალიზი და პრეზენტაცია.
10.  საგნებთან და ესგ-სთან კავშირი - ინტეგრაცია ისტ-თან და ესგ-ს სტანდარტი X – 14.

11.   პროექტის ხელმძღვანელი - ნ. გოცირიძე.